უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს.

სააგენტოს ცნობითვე, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი