გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 თებერვალს ქვეყნის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
უნალექო ამინდი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ხოლო დღეს, 21 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი; მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.