გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.
დღეს 22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში ღამით მოთოვს. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება.