უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება – მაქსიმალური ქულა 80 გახდა

უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა, რომ დავალების ამოღების გამო უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს 80 იქნება.

მისივე თქმით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა სწორი დროების გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი გახდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი