უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

“შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა პირადი მადლობა გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი ორჯერ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და შს სამინისტროების თანამდებობაზე. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, მემსახურა საქართველოსთვის. დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი