უგულავას ინფორმაციით, “ოცნების” 17-მა ზუგდიდელმა წევრმა “ევროპულ საქართველოში” გადაინაცვლა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას ინფორმაციით, გურიისა და ქვემო ქართლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ზუგდიდში 17-მა ადამიანმა, მათ შორის დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა დატოვეს და „ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.

ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს უჭერდნენ და გვერდში ედგნენ მმართველ პარტიას. თუმცა ამ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ის ვითარება გახდა, რაც ქვეყანაში დღეს გვაქვს. ამ ადამიანებისთვის ყველაზე მძიმე ზურაბილიშვილის მხარდაჭერა აღმოჩნდა, რაც პირდაპირ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს”, – განაცხადა უგულავამ.

იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უგულავას ინფორმაციით მმართველი პარტია დატოვეს, მან დღევანდელ ბრიფინგზევე დაასახელა:

ვლადიმერ ჯიქია – საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ყოფილი თავმჯდომარე
მერაბ ბერულავა – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
გენად სორდია – ანაკლიის ყოფილი გამგებელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
მერაბ შენგელაია – სამეგრელოს რეგიონის მობილურ ოპერატიული ჯგუფების ყოფილი უფროსი
ლაზარე ავალიანი – საოლქო კომისიაში წევრი მმართველი პარტიიდან
ლევან ხუბუა – განმუხურის უბნის კოორდინატორი „ოცნებიდან“
ზვიად პერტაია – ამავე სოფელში მმართველი პარტიის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი
ემირ დარსანია – კოორდინატორი „ოცნებიდან“ ამავე სოფლის საარჩევნო უბანზე
შოთა თოდუა – კახათის საარჩევნო უბნის კოორდინატორი
გოგიტა ჯიქია – ყულიშკარში მმართველი პარტიის კოორდინატორი უბანზე
ზურაბ ჯოჯუა – ახალსოფელში „ოცნების“ მხარდამჭერი
ბესიკ ჯიჭონაია – ოდიშში „ქართული ოცნების“ აგიტატორი
თამაზ ბულია – იგივე სოფელში „ოცნების“ აგიტატორი
მარიკა ქირია – უბნის აგიტატორი ურთაში
ვალერ ჯალაღონია – „ოცნების“ ზონის კოორდინატორი
ზაალ როგავა – ყულიშკარში კოორდინატორი მმართველი პარტიიდან

აღსანიშნავია, რომ სიაში არის ქეთო ტაბაღუაც, მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა მან პარტია „ქართულ ოცნება“ არა დღეს, არამედ 2017 წლის 20 მარტს, მას შემდეგ დატოვა, რაც ზუგდიდის გამგეობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი