უჰანში ნამყოფი ქართველი ქალი მაღალი ტემპერატურით აეროპტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ქალი შეიყვანეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთში, ქალაქ უჰანში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ უჰანი 19 იანვარს დატოვა, საიდანაც ტაილანდში გაემგზავრა. თბილისში კი, დღეს დუბაიდან ჩამოვიდა. შემოწმებისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც გამოკვლევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად ასევე იმყოფება მისი მცირეწლოვანი შვილი.

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ჩატარდება საჭირო კვლევები და ანალიზი ლაბორატორიაში გაიგზავნება, რის შედეგადაც დადგინდება, რა სახის ვირუსი აქვს პაციენტებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი