უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება დასრულდა

უკრაინის დელეგაციის წევრის, იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ჩალის თქმით, შეთანხმებასთან მიმართებით საკვანძო მოთხოვნა უკრაინისთვის ნატო-ს მეხუთე პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნაა.

„თუ უკრაინა იქნება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაცია, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და ცის ჩაკეტვით“,- განაცხადა ჩალიმ.

დელეგაციის წევრის თქმით, თუ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღნიშნული ფორმულირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე, უბლოკო სტატუსსა და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.

„ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატო-ს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი