უკრაინამ და რუსეთმა 303-303 ტყვე გაცვალეს. ეს ეტაპი უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში საბოლოო იყო, რომლის თანახმად მხარეებმა სამი დღის განმავლობაში 1000-1000 პატიმარი გაათავისუფლეს.
ორივე მხარეს გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები.
შეთანხმების შესაბამისად, 23 მაისს მხარეებმა 390-390 ადამიანი, 24 მაისს კი 307-307 ადამიანი გაათავისუფლეს.