უკრაინის ტერიტორიას რუსი დიპლომატებიც ტოვებენ.
რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი შოიგუს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონბასში, უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 7-ჯერ გახსნეს.
ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ და მათ შორის ევროკავშირმაც, უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს