უკრაინაში 119 არალეგალი, მათ შორის 5 ქართველი დააკავეს

უკრაინაში 119 არალეგალი დააკავეს, რომელთა შორის 5 საქართველოს მოქალაქეა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არალეგალები ბაზარში მუშაობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულ ქართველებზე დეპორტი არ გავრცელდება და ისინი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს. ამასთან, მისცეს კონკრეტული ვადა ქვეყნის დასატოვებლად.

სხვა დაკავებულთა ნაწილს იძულების წესით გაამგზავრებენ საკუთარ ქვეყნებში, ნაწილი კი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსების პუნქტებში გადაიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი