უკრაინაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავისუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა.

ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იტალიიდან დაბრუნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 90 ათასამდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 50 000-ს აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი