უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 34 წლის სერჟანტი თარბეი (თაბო) არქანია დონეცკის ოლქში ქალაქ პაკროვსკისთან დაიღუპა.
მას დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
არქანიას ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი.
მას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.