უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკა სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძეა.
ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.
ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.