UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან რუსი დამპყრობლების ჯგუფი გაანადგურეს.
ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკიდან ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.