97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა, – ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა.
“დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც ბევრი უკრაინელის გულში, დიდი მწუხარებაა… დასრულდა უწმინდესი პატრიარქის, ფილარეტის მიწიერი გზა” | ნათქვამია განცხადებაში.
ფილარეტი 9 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებდა.
ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018-2019 წლებში, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი] გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.

