საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას ეხმიანება. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოძალადე უზურპატორის რეჟიმად იქცა.
„ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად.
საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, არის უმოქმედობა და დანებება“, – წერს სააკაშვილი.