უმსხვილესმა “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის პორტის პროექტი დატოვა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა მსხვილმა აქციონერმა “კონტი ჯგუფმა” კონსორციუმი დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს.

ინფორმაციაო კონსორციუმში უკვე დაადასტურეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი