პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხალხი გამოსულია ქუჩაში და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მისივე განცხადებით, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გზა.
“უნდა დაინიშნოს არჩევნები. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, კრიზისი არ ელოდება არაფერს. ხალხი გამოსულია ქუჩაში და არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ. პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, გვინდა არ გვინდა, კრიზისია,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.