უნგრეთი 80 ქართველ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ქართველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.

„მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი