უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და საფრთხე არ უნდა შეექმნას – ვიკა ფილფანი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება.

„ჩვენი გუნდი მუდმივად ვამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და მას საფრთხე არ უნდა შეექმნას, რადგან ეს ხალხის მონაპოვარია. ვინც სხვანაირად ფიქრობს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები უპასუხისმგებლოები არიან. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და ამის ხარჯზე უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი