მამაკაცი, რომელიც ზუგდიდიში ბლაგვი საგნით დაჭრეს, გარდაიცვალა.
ურთიერთშელაპარაკება თხილის ბიზნესში ჩართულ პირებს შორის 9 სექტემბერს მოხდა, რის შემდეგაც დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მინდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.