უხვმა ნალექმა ანაკლიაში სახლების დატბორვა გამოიწვია [Photo]

ძლიერმა წვიმამ ანაკლიაში გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა, დატბორილია რუსთავლეის ქუჩაზე მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროები.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში ანაკლიაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივიხ ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ანაკლიის პორტის ტექნიკა, შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“ და ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი