უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ძმამ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2005-2015 წლებში მუშაობა. უფლებამოსილება 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა.

ცნო­ბის­თვის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი 2000 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად. 2000-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი.

2002-2004 წლებ­ში მუ­შა­ობ­და იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში „ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის” იუ­რის­ტად. 2004-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის ფონ­დის ჯერ მე­ურ­ვე­თა საბ­ჭოს წევ­რად, ხოლო შემ­დეგ ფონ­დის დი­რექ­ტო­რად.

2005-2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი