უზენაესმა სასამრთლომ ზუგდიდის მერიას ყოფილი თანამშრომლების აღდგენა დაავალა

უზენაესმა სასამრთლომ ძალაში დატოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ზუგდიდის მერიას 2016 წელს გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობს.

ყოფილი თანამშრომლების ინტერესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იცავდა. დღეს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიას ვახტანგ კუტალია, მიხეილ ქვარაია, ალიოშა ალანია, ემზარ გულორდავა, გოჩა შენგელიას, კახა კვარაცხელიას, ფრიდონ ბულიას და თენგიზ ჯიჭონაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა.

ზუგდიდის გამგეობა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად,  მაშინ განმარტავდა, რომ მათ კონკურსი ვერ გაიარეს, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი