ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას – მიხეილ სააკაშვილი

ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი