ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში კარავი გაშალეს. “მოძრაობა საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ეს მოძრავი კარავია და სწორედ ამ ფორმით, “გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ”.

სამხარეო ადმინისტრაციასთან პოლიცია იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი