საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მაისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7342 ლარი ეღირება, ევრო – 3.0861 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6838 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7349 ლარი ღირდა, ევრო – 3.0984 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6927 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მაისს ამოქმედდება.