აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1575 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.