ვარშავის ცენტრში მკვლელობა მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, 2 ქართველი დაჭრეს, ერთი კი დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, მეორეს ბარძაყში, მესამეს კი მენჯის არეში.
გავრცელებული ცნობით, მიღებული დაზიანებების შედეგად, 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
პოლიციამ ამ საქმეზე სამი პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავა.