“ვარსკვლავები საქართველოსთვის” ფეხბურთელები გროზნოში პუტინის დაბადების დღის პატივსაცემად ამხანაგურ მატჩს გამართავენ

იტალიის ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოში, საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მონაწილეობა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს ესტუმრებიან და  ვლადიმერ პუტინის 65-ე დაბადების დღეზე, ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახმატ არენაზე გაიმართება, რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

ჩეჩნეთის გუნდს პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩაუდგება სათავეში. მასთან ერთად გუნდში რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კერჟაკოვი და ვალერი კარპინი იქნებიან. ამხნაგური მატჩი 7 სექტემბერს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბორჯომის გადამწვარი ტყის აღსადგენად, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი – მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის გაიმართა.

მატჩში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილიმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი