“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც აქციებში მონაწილეობა გადამწყვეტია.
„ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით: 4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა. ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე: ვის ეკუთვნის საქართველო – ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს თუ ქართველ ხალხს? შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე. ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც. დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – „რუსთაველის გამზირს“ და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი, დროული ინიციატივისთვის. 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.