ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! – ვაშაძე “ოცნებას”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „ცრუ პროპაგანდის გავრცელებას თავი დაანებონ”.

„ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!

არ იცით, ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? – მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!

გენერალი ლებედის – ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს – ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან? – არაფერი!

შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!

ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.

თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი