სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს – ვაშაძე

„სტრატეგია აღმშენებლობის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც საქართველის მთავრობის ძალადობრივ რეჟიმზე ისაუბრეს.

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს.

ევროპაში საქართველოს მეგობრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან. პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ბევრი მეგობარი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს!

ბრიტანული სანქციები გვაჩვენებს, რომ რეჟიმის მოძალადეები ვეღარ დაიმალებიან – კაიმანი, ბერმუდა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები მათი უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება.

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვინც ხალხზე იძალადა, სრულ იზოლაციაში მოექცეს – ფინანსურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად. საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი!“ – აცხადებს

კომენტარები

დატოვე კომენტარი