ვაშაძემ 2, ზურაბიშვილმა კი 14 მუნიციპალიტეტში გადალახა 50%-იანი ბარიერი

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 50 პროცენტიანი ბარიები ორ მუნიციპალიტეტში წალენჯიხასა და თელავში გადალახა. ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 50 პროცენტიანი ბარიერი 14 მუნიციპალიტეტში გადალახა. ესენია: მესტია, ლენტეხი, ამბროლაური, საჩხერე, ონი, ქედა, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ყველა უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, წინასწარი შედეგებით 38,64% ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 37,74 % ,,გაერიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მესამე ადგილზე ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე 10,97 პროცენტით გავიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი