ვეტერანებისთვის განკუთნილი 22-ლარიანი დანამატი 100 ლარი გახდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით 22-ლარიანი დანამატი 100 ლარი გახდა.

“დღევანდელი დღე გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების დღესავით გამოჩნდა. მე უფრო ამაყი და ძლიერი ვარ იმიტომ, რომ კაცს ახასიათებს სიტყვის შესრულება და იმ სიტყვაზე პასუხისმგებლობა. შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, იქნა შეცვლილი და მომატებული. ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდაში და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი