საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების “ვეტერინარისა დავეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისადა მათი პროფესიული განვითარებისწესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.
ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირივალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.
წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერგანხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას)ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge