ვინ შეცვლის საბოლოოდ მერაბ ქვარაიას – კონსულტაციები დაწყებულია

ვიდრე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა ასრულებს, მერაბ ქვარაიას შემცვლელთნ დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მერაბ ქვარაიამ განუცხადა, რომელიც ღირსეული კანდიდატის არჩევაში დარწმუნებულია.

“კონსულტაციებისთვის არის იურიდიული ვადები და როდესაც ეს ვადები დასრულდება, მერწმუნეთ, საკრებულო აირჩევს ისეთ თვამჯდომარეს, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც მის წინაშე დადგება”, – დასძინა ქვარაიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მერაბ ქვარაიამ დღეს დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი