ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს, რუსეთის პასუხი იქნება ისეთი, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მათ ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთს ხელი უნდა შეუშალოს ან რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას ქვეყანას და მის ხალხს, უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური მოსკოვის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგს მოუტანს ამ ქვეყნებს, რაც მათ საკუთარი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ.

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს. ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს და უფრო მეტიც, შეუქმნას რაიმე საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი გაგონილი იქნება,“- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი