უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ ის კიევშია, სამუშაო ადგილზე იმყოფება.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები აქ ადგილზე, ანდრეი ბორისოვიჩი აქ არის. არავინ არსად არ გაქცეულა. ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,” – ამბობს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი.