უსუსურია, უნიათოა სააკაშვილი – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია აქციები და გაერთიანება.

“მიხეილ სააკაშვილი დარჩა აფსაიდში. მას ჰქონდა ერთი მთავარი როლი, რომ როგორმე მომაკვდავი ოპოზიციის ლიდერის როლი ეთამაშა და იქნებ მომკვდარიყო. გამოაცხადეს, რომ მას უკვე გვამის სუნი აუვიდა, რომ მას უკვე გვამური ლაქები აქვს, რომ მას უკვე დემენცია აქვს და ამითი უნდა აეტეხათ ამბავი, ვერ ატეხეს ამბავი, ვერ აფრიალეს მიშა სააკაშვილის გამოსახულებები. ახლა სალომე ზურაბიშვილი არის მთავარი აგენტი, რომელიც წინ წამოწიეს სააკაშვილის ჩასანაცვლებლად, მაგრამ ისიც არ გამოდის. უსუსურია, უნიათოა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი გრძნობს, რომ გადავიდა მეორეხარისხოვან როლში და ცდილობს, რომ თავისი განცხადებებით თავი შეახსენოს ლევან ხაბეიშვილს მაინც”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი