ვიცე პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.