წალენჯიხაში, ჯვარში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე, ხოლო დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.