წალენჯიხაში ვარლამ კვარაცხელიას ბიუსტი გაიხსნა

წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ეზოში ცნობილი ექიმის ვარლამ კვარაცხელიას ბიუსტის გახსნა. გახსნის ცერემონიალს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ბიუსტის გახსნამდე ვარლამ კვარაცხელია მეგობრებმა გაიხსენეს, ცერემონიალს საქართველოს სხავდასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ექიმები ესწრებოდნენ.

ვარლამ კვარაცხელია 1919 წლის 19 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში დაიბადა.მან 1945 წლიდან სამედიცინო საქმიანობა დაიწყო, 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი წალენჯიხის რაიონის მთავარ ექიმად მუშაობდა.ვარლამ კვარაცხელიას მინიჭებული აქვს დამსახურებული ექიმის წოდება. ასევე მედიცისნის სფეროში ფლობდა სხვადასხვა ჯილდოებს და პრიზებს.

ვარლამ კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას მამაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი