წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი:

“მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხს, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია. ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი