წალენჯიხის გამგებლის შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

წალნჯიხის გამგებლის შუალედურ არჩევნებზე „ქართული-ოცენბა დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ბესიკ ფარცვანიამ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ფარცვანიამ ხმების 58,74 % მიიღო. მისმა კონკურენტმა „პაატა-ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ წალენჯის გამგებლობის კანდიდატმა ელგუჯა ფიფიამ ხმების 29,73 პროცენტი მიიღო, გამგებლობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პატრიოტთა ალიანსიდან ემზარ უბილავამ კი 11,53 ხმა მიიღო.

წალენჯიხის გამგებლის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველმა პარტიამ,  მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი