წელს ზუგდიდის მერია ახალ საცხოვრებელ სახლს 30-მდე ოჯახს აუშენებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამას.

ადგილობრივი მთავრობა ამ ეტაპზე ახალ სახლს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს აუშენებს, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს სულ 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ,,ერთი თბილი ოთახის“-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება, კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტიის მასშტაბით.

კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

პროგრამისთის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი