ხელისუფლებამ წარმატებებს მიაღწია პანდემიის წინააღმდეგ, თუმცა ეკლესიის გამო შესაძლოა ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდეს – CNN

საქართველოში კორონავირუსთასან ბრძოლასა და ეკლესიის პოზიციაზე სააღდგომო რიტუალზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით, CNN-მა სტატია გამოაქვეყნა.


“ერთი შეხედვით საქართველო კავკასიელ ხალხს შორის, წარმატებული მაგალითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ახლა შესაძლოა ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. დღეს ღამით, აღმოსავლეთის ქრისტიანული კალენდრით აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესია კი, გეგმავს სადღესასწაულო ღონისძიებების სრულად ჩატარებას.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა სააღდგომო წირვა-ლოცვა სასიკვდილო აღმოჩნდეს. საქართველოს ხელისუფლებამ დროული რეაგირებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ, დაიხურა სკოლები, აიკრძალა საჯარო თავშეყრა, თუმცა შესაძლოა ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდეს, რადგან ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს,” – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი