ხეთაში ავარიას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში დღეს დილით მსუბუქი მარკის ავტომობილი ორ ახალგაზრდას შეეჯახა, რომელთა შორის ერთი, წარმოშობით ხონელი 19 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე კი თავის არეში მიყენებული ტრავმებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “Newsportal.ge”-ს თვითმხილველებმა განუმარტეს, გარდაცვლილი და დაშავებული ახალგაზრდები ხეთაში ბუნებრივი აირის მილებიც მონტაჟზე მუშაობდნენ. ავტომობილი მათ ცენტრალურ მაგისტრალის გადაკვეთისას დაეჯახა.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სხვა დეტალებს უწყებაში არ აკონკრეტებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი