ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად ოჯახის 5-მა წევრმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, სამი შოკურ განყოფილებაშია, ორის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.